ლუკაშენკოს მტკიცებით, უკრაინამ ბელარუსზე სარაკეტო თავდასხმა სცადა 

გამოქვეყნდა:

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ შაბათს განაცხადა, რომ უკრაინამ სამი დღის წინ სცადა ბელორუსის ტერიტორიაზე სამხედრო ობიექტებზე თავდასხმა, მაგრამ მისი ყველა რაკეტა იქნა შეჩერებული -  ამის შესახებ Reuters სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ბელტაზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ცნობით, ლუკაშენკომ, რომელმაც მტკიცებულება ვერ წარმოადგინა, თქვა, რომ ბელარუსს არ სურს ომი უკრაინასთან, მაგრამ იბრძოლებს, თუ ქვეყნის ტერიტორიაზე შეიჭრება.

"ისინი ჩვენ პროვოცირებას ცდილობენ. უნდა გითხრათ, რომ სამი დღის წინ, შესაძლოა, ცოტა მეტიც, უკრაინის ტერიტორიიდან განხორციელდა სამხედრო ობიექტებზე დარტყმის მცდელობა უკრაინის ტერიტორიიდან.  მადლობა ღმერთს, პანცირის საზენიტო სისტემებმა მოახერხეს უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ გაშვებული ყველა რაკეტის განეიტრალება.", - ციტირებს ბელტა ლუკაშენკოს სიტყვებს.

ლუკაშენკო ამბობს, რომ ბელარუსი რუსეთის ახლო მოკავშირეა და ამის გამო მოსკოვს უფლება მისცა, გამოეყენებინა ქვეყნის  ტერიტორია უკრაინაში ჯარის გაგზავნისთვის. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი