ბულგარეთიდან ჯაშუშობისთვის რუსეთის საელჩოს 70 თანამშრომელი გააძევეს

გამოქვეყნდა:

ბულგარეთმა რუსეთის საელჩოს 70 თანამშრომელი ქვეყნიდან გააძევა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. საელჩოს გაძევებული თანამშრომლები ოჯახებიანად, რუსეთში 2 თვითმფრინავით წაიყვანეს

რუსეთის ორმა სამთავრობო თვითმფრინავმა, ბულგარეთიდან გაძევებული 70 თანამშრომელი და მათი ოჯახების წევრები ქვეყნიდან უკვე გაიყვანა.

გავრცელებული ინფორმაციით, დიპლომატების გარდა, ქვეყნიდან გაძევებულია საელჩოს ტექნიკური პერსონალიც - მზარეულები, მძღოლები და ა.შ.

ცნობისთვის, ეს არის დიპლომატების გაძევების ყველაზე მასშტაბური ფაქტი 1971 წლის ცივი ომის შემდეგ, როდესაც ბრიტანეთმა ქვეყანა დაატოვებინა 105 დიპლომატს.

ცნობისთვის, 28 ივნისს, ბულგარეთის პრემიერმინისტრმა 70 რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა, ჯაშუშური საქმიანობის მოტივით. ამას მოჰყვა რუსეთის მხრიდან ულტიმატუმი და მუქარა, რომ თუ ოფიციალური სოფია გადაწყვეტილებას არ შეცვლიდა, დახურავდა ბულგარეთის საელჩოს რუსეთში.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი