ოზთურქის სისხლში ნარკოტიკული საშუალებები არ აღმოჩნდა - ადვოკატი პატიმრობის გირაოთი შეცვლას ითხოვს

გამოქვეყნდა:

კომპანია "მეტრა ჰოლდინგი" ბიზნესმენ გალიფ ოზთურქის ექსპერტიზის დასკვნას ასაჯაროებს და აცხადებს, რომ მის სისხლის ნიმუშში ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები არ აღმოჩნდა. ოზთურქს ბრალი ნარკოდანაშაულისთვის აქვს წარდგენილი, თუმცა კომპანიაში აცხადებენ,რომ ბინიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები გავლენიან ბიზნესმენს არ ეკუთვნის.

"შეძენა-შენახვას კი გვედავება სახელმწიფო ამ შემთხვევაში, საგამოძიებო ორგანო, თუმცა შეძენა-შენახვა რისთვისაა, თუ ადამიანმა არ მოიხმარა ის, ოზთურქის სისხლში არ აღმოჩნდა არავითარი სახის ნარკოტიკული საშუალებების საერთოდ მინიმალური ოდენობაც კი, მათ შორის მარიხუანაზე, ჰეროინზე, კოკაინზე. მოვითხოვთ აუცილებლად აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეცვლას გირაოთი", - ამბობს ოზთურქის ადვოკატი.

 გალიფ ოზთურქი სპეცოპერაციის შემდეგ ბიზნეს ცენტრში 31 მაისს დააკავეს. "მთავარი არხისთვის" ცნობილი გახდა იმ წერილის შინაარსი, რომელიც ბიზნესმენმა დაკავებამდე რამდენიმე დღით ადრე, "ოცნების" თავმჯდომარე კობახიძეს მისწერა და საიდანაც ირკვევა, რომ ოზთურქი თორნიკე რიჟვაძესთან დაპირისპირებულია. 

ბიზნესმენს პროკურატურამ ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის და შენახვის ფაქტზე წარუდგინა. გამოძიების ინფორმაციით, ოზთურქის საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკის დროს,  7 გრამზე მეტი  კოკაინი ამოიღეს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი