რუსეთში "გაზპრომთან" დაკავშირებული კიდევ ერთი ბიზნესმენი გარდაცვლილი იპოვეს

გამოქვეყნდა:

რუსეთში გარდაცვლილი ნახეს კიდევ ერთი ბიზნესმენი, კომპანია "ასტრა-შიპინგ-ის" აღმასრულებელი დირექტორი, იური ვორონოვი. მისი ცხედარი სანკტ-პეტერბურგის მახლობლად მდებარე დასახლებაში, აუზში იპოვეს. პორტალი 47news-ის ცნობით, ვორონოვი თავში გასროლით გარდაიცვალა. ნაპოვნია პისტოლეტი და რამდენიმე ტყვიაც.

მისი კომპანია რუსეთის ტრანსნაციონალური ენერგოკომპანიის, "გაზპრომ"-ის ერთ-ერთი კონტრაქტორი იყო. გარდაცვლილი ბიზნესმენის მეუღლემ პოლიციას განუცხადა, რომ მან ქალაქი 1 ივლისს დატოვა, მანამდე კი ორი კვირის განმავლობაში ჭარბად მოიხმარდა ალკოჰოლს. ქალის თქმით, ვორონოვმა სმა იმიტომ დაიწყო, რომ "კონტრაქტორებთან და პარტნიორებთან უთანხმოების" შედეგად ბევრი ფული დაკარგა.

SPARK-Interfax სერვისის თანახმად, 2020 წელს "ასტრა-შოპინგის" ზარალმა 95 მილიონი რუბლი შეადგინა, 2021 წელს - 65 მილიონი.

ონლაინ გამოცემა Sekret Firmy ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ ვორონოვის სიკვდილი "უკვე მეხუთე სიკვდილია ექვს თვეში, რომელიც დაკავშირებულია რუსეთის გაზის ინდუსტრიასთან".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი