თავმჯდომარე კობახიძის მსგავსად, მოძალადე ალტ ინფოსა და ენმ-ს ერთმანეთთან აიგივებს მერი კალაძეც და ამბობს, რომ თუ პოლიტიკური პარტიის ქმედებები ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, მისი აკრძალვა შესაძლებელია და კალაძის თქმით, ეს შეიძლება იყოს ნაციონალური მოძრაობაც:
"არ აქვს მნიშვნელობა, ვინ, რომელ პარტიას წარმოადგენს. თუ მათი ქმედებები ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, კანონს, ასეთი შეიძლება იყოს "ნაციონალური მოძრაობაც", რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში უნდა განიხილებოდეს ყველაფერი. ჩვენ ხომ დემოკრატიულ სახელმწიფოს ვაშენებთ, კანონის ფარგლებში ყველა პარტიას აქვს არსებობის უფლება, მთავარია კონსტიტუციისა და კანონის დაცვა“, - განაცხადა კალაძემ და დაამატა, რომ ქვეყანაში შუღლს ნაციონალური მოძრაობა აღვივებს.
"ალტ ინფოსთან" შედარებით მეტობის ნიშანს ვსვამ ნაცმოძრაობის სასარგებლოდ, არავითარი ტოლობა - აცხადებს თავმჯდომარე კობახიძე სახალხო დამცველის მიერ, საკონსტიტუციო სარჩელის მომზადების კომენტირებისას.
ომბუდსმენმა სარჩელი "ალტ ინფოს" პარტიის აკრძალვასთან დაკავშირებით მოამზადა.
იხილეთ ასევე: