ხმაურიანი სპეცოპერაცია ათენში. დაკავებული კრიმინალური ავტორიტეტი 12-კაციან დაჯგუფებასთან ერთად. ბერა ივანიშვილის უახლოესი მეგობრის, ავთანდილ ბილანიშვილის, იგივე "კაწროს" მამა კაკო ბილანიშვილი ახლა წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული.
ყაჩაღობა ქურდობა და სახლების ძარცვა. ბერძენმა სამართალდამცველებმა კანონიერი ქურდისა და მისი დაჯგუფების წევრთა სახლების ჩხრეკისას დიდი რაოდენობით ნაქურდალი ნივთები ამოიღეს, რომელთა ღირებულება ნახევარ მილიონს ევროს აღწევს. ჩხრეკის შედეგად ასევე ამოღებულია იარაღი, რომელიც პოლიციელების სახელზეა რეგისტრირებული.