"ჩასჩურჩულა ის, რისი მოსმენაც არათუ ქართველ კაცს, სამყაროში ნებისმიერ ადამიანს გაუჭირდებოდა" | მდინარაძე ვატო წერეთელზე

გამოქვეყნდა:

"მეც ზუსტად იგივეს გავაკეთებდი რაც ანრიმ გააკეთა. რთული იქნებოდა ესეც კი იქიდან გამომდინარე, რაც პროვოკატორმა იკადრა და რა სიტყვებიც ასე ხელგადახვევით, "ერთი წუთი თუ შეიძლება ბატონო ანრი, რაღაცა უნდა გითხრათ" და შემდეგ ჩაჩურჩულება, მინიშნებითაც რომ ვერ გავიმეორებ ისეთი 1-2 წინადადების. რისი მოთმენაც არათუ ქართველ კაცს, ნებისმიერ ადამიანს ამ სამყაროში გაუჭირდებოდა უკიდურესად. თუმცა ანრიმ მოახერხა კანონის ჩარჩოებიდან არ გასულიყო და ამ სიბილწის ხერხით მუქარისთვის ეპასუხა ისე როგორც უპასუხა და კანონის ჩარჩოებში დარჩენილიყო. ურთულესი იყო... სიტყვათა ეს წყობა მე ჯერ მოსმენილი არ მქონდა," - ამბობს ტვ იმედის ეთერში "ქართული ოცნების" წევრი მამუკა მდინარაძე და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ტერიტორიაზე, TV პირველის დამფუძნებელ ვატო წერეთელზე ანრი ოხანაშვილისა და "ოცნების" სხვა წევრების თავდასხმას ეხმაურება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი