ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც საქართველოში რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებსაც ეხება

გამოქვეყნდა:

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ ყოველწლიური სესიი ბოლოს, ბრიტანეთის ქალაქ ბირმინგემში მიიღო შემაჯამებელი რეზოლუცია, რომელშიც საუბარია რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. 

დოკუმენტში გამოთქმულია "ღრმა მწუხარება რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის 2008 წლიდან გადაუჭერელი კონფლიქტის გამო და ხაზს უსვამს რუსეთის ფედერაციის მიერ ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების სრულად განხორციელების აუცილებლობას, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2021 წლის იანვრის გადაწყვეტილების". 

დოკუმენტი კონფლიქრის მხარეებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ საომარი მოქმედებები და ჩაერთონ დიალოგში, რათა მიაღწიონ ყოვლისმომცველ და გრძელვადიან მშვიდობას "უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას რესპუბლიკის სუვერენიტეტის სრული პატივისცემით, ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ხელშეუხებლობით“.

"მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას შეწყვიტოს აფხაზეთისა და ცხინვალის საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და კონსტრუქციულად ჩაერთოს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში", - აღნიშნულია რეზოლუციაში.

რეზოლუცია გმობს ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუარესებას რუსეთის მიერ ოკუპირებლ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების უფლებები ირღვევა, ისინი ეთნიკური დისკრიმინაციის სხვადასხვა ფორმის მსხვერპლები არიან, ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებიდან ქართული ნიშან-თვისებები იშლება, იცველბა. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი