
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ ტრსამ ინდონეზიაში დიდი ოცეულის სამიტზე ვიზტს წყვეტს და შექმნილი კრიზისის ფონზე ქვეყანაში ბრუნდება. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
მედიის ცნობით, ის განცხადებას მალე გაავრცელებს.
ცნობისთვის, დღეს ბრიტანულმა მედიებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონი პარტიის თავმჯდომარის თანამდებობას დატოვებს. პრემიერმინისტრის პოსტზე ის შემოდგომამდე დარჩება. გადაწყვეტილება ჯონსონმა მას შემდეგ მიიღო, რაც 60-მდე მთავრობის წევრმა თანამდებობა დატოვა.