თქვენმა ლიდერობამ და ქარიზმამ განსაკუთრებული გახადა უკრაინის მხარდაჭერა - ზელენსკიმ ჯონსონს მადლობა გადაუხადა

გამოქვეყნდა:

პრეზიდენტი ზელენსკი დარწმუნებულია, რომ დიდი ბრიტანეთის პოლიტიკა უკრაინის მიმართ ბორის ჯონსონის გადადგომის შემდეგ არ შეიცვლება. ამის შესახებ მან CNN-თან ინტერვიუში ისაუბრა და  "უკრაინის ნამდვილი მეგობარი" უწოდა.

ზელენსკი ჯონსონს ტელეფონითაც ესაუბრა და გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

"ჩვენ ყველამ მწუხარებით მივიღეთ ეს ამბავი. არა მარტო მე, არამედ მთელმა უკრაინულმა საზოგადოებამ. მთელი ჩემი ოფისი და ყველა უკრაინელი მადლობელი ვართ თქვენი დახმარებისთვის. ჩვენ ეჭვი არ გვეპარება, რომ დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა გაგრძელდება, მაგრამ თქვენმა პირადმა ლიდერობამ და ქარიზმამ ეს განსაკუთრებული გახადა“, - აღნიშნა ზელენსკიმ და ფრონტზე არსებულ ვითარებაზე მიაწოდა ინფორმაცია.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ლიდერებმა ასევე განიხილეს უკრაინა-ბრიტანეთის თანამშრომლობა და პერსპექტივები. განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს უკრაინის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობისა და პოლიტიკური მხარდაჭერის საკითხებს. მოლაპარაკებების კიდევ ერთი მთავარი თემა უკრაინის პორტებიდან მარცვლეულის ექსპორტის განბლოკვა იყო.

შეგახსენებთ, ბორის ჯონსონმა დღეს დატოვა როგორც ქვეყნის პრემიერის, ისე კონსერვატიული პარტიის ლიდერის პოსტი. მისი თქმით, დანიშნა კაბინეტი, რომელიც იმუშავებს და ის შეასრულებს მოვალეობას ახალი ლიდერის არჩევამდე.

ამავე თემაზე:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი