G7-ის საგარეო საქმეთა მინისტრებმა უარი თქვეს ვახშამს ლავროვთან ერთად დასწრებოდნენ - მედიის ცნობით, გაუქმდა G20-ის ფოტოსესიაც

გამოქვეყნდა:

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა დაადასტურა გავრცელებული ინფორმაცია, რომ "დიდი შვიდეულის" საგარეო საქმეთა მინისტრებმა უარი თქვეს დასწრებოდნენ ვახშამს, კუნძულ ბალიზე, რომელიც "დიდი ოცეულის" წევრი ქვეყნების მინისტრებისთვის იმართებოდა. 

იაპონურმა სააგენტო Kyodo-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უარის მიზეზი ვახშამზე ლავროვის ყოფნა იყო. გამოცემის ცნობით, იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვახშამზე მონაწილეობა "არასათანადოდ მიიჩნია", რადგან იყო შესაძლებლობა, რომ მას ლავროვიც დასწრებოდა.

8 ივლისს რუსულ სახელმწიფო მედია "ტასზე" გავრცელდა ლავროვის კომენტარი, რომელმაც თქვა, რომ მინისტრებს "არ ესმით თავაზიანობა და ეტიკეტის წესები".

"გუშინ გაიმართა მიღება, კონცერტით, ისინი (G7 ქვეყნები) იქ არ მივიდნენ. ეს არის მათი გაგება პროტოკოლის მიმართ და უბრალოდ თავაზიანობა და ეთიკა", - განაცხადა ლავროვმა. 

ლავროვი, ასევე გამოეხმაურა CNN-ის გავრცელებულ ინფორმაციას, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი აპირებდა თავი აერიდებინა ჯგუფური ფოტოსესიითვის. ლავროვმა საკითხთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მას გადასაღებად არავინ დაუპატიჟებია. 

მოგვიანებით იაპონური მედიის ცნობითვე, ფოტოსესია საერთოდ გაუქმდა, რადგან მინისტრების ნაწილმა მონაწილეობაზე უარი თქვა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი