კობახიძის გამონათქვამები, თითქოს EU ქვეყანას ომში ჩართვისკენ უბიძგებს, პოლიტიკური პროვოკაციაა - ევროპარლამენტარი

გამოქვეყნდა:

ევროპარლამენტარი, პეტრას აუსტრევიჩუსი "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც კანდიდატის სტატუსს გარანტირებულად მივიღებთ ქვეყანა თუ ომში ჩაერთვება. 

ევროპარლამენტარი წერს, რომ პოლიტიკური პროვოკაციაა განცხადებები იმის შესახებ, რომ ევროკვშირი ქვეყანას ომში ჩართვისკენ უბიძგებს.

"საქართველოს მმართველი პარტია უნდა ფოკუსირდეს კანდიდატის სტატუსის მიღების პირობების შესრულებაზე და შეწყვიტოს ცრუ სიგნალების გავრცელება. "ქართული ოცნების" თავმჯდომარის გამონათქვამები ევროკავშირის პოზიციის შესახებ, რომელიც თითქოს ქვეყანას ომში ჩართვისკენ უბიძგებს, არის სუფთა პოლიტიკური პროვოკაცია", - წერს პეტრას აუსტრევიჩუსი

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი