არახამიასნაირი ქართველი იყო სტალინი, ორჯონიკიძე, მედია რომ არ იყოს ქართულად 3 სიტყვას შევახსენებდი - ცაგარეიშვილი 

გამოქვეყნდა:

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გია ცაგარეიშვილი ფრაქცია "ხალხის მსახურის" თავმჯდომარე, დავით არახამიას სერგო ორჯონიკიძეს და იოსებ სტალინს ადარებს. მისი აზრით, არახამიას მხოლოდ გვარი აქვს ქართული და სხვა არაფერი სცხია ქართული.

ცაგარეიშვილი ამბობს, რომ მედიასთან კომენტარს რომ აკეთებდეს არახამიას სამ სიტყვას შეახსენებდა.

"მილიონზე მეტმა ადამიანმა მისცა ხმა "ქართულ ოცნებას" ახლა არახამიების ნაირების გულის გასახეთქად მინდა ვთქვა, ამიტომ, ვერავითარი არახამია, ან სხვა ადამიანი, რომელიც გვარად არის ქართველი, თორემ ამ კაცს არაფერი არ სცხია ქართველური ჩემი აზრით, გაშმაგების ებრძვის თავის ქვეყანას. მასეთი ქართველი იყო სერგო ორჯონიკძეც, ბუდუ მდივანი და იოსებ სტალინიც, ასეთი ქართველები იყვნენ, რომლებმაც ამოაგდეს და მოსპეს საქართველო, ასეთი ქართველები იყვნენ, როგორიც არახამია დღეს, რომელიც გაშმაგების ებრძვის თავის ქვეყანას, გაშმაგებით. გამარჯობა - იცის მარტო, ერთი სიტყვა ქართულად. ახლა აქ რომ მედია არ იყოს ერთი სამ სიტყვას მე შევახსენებდი კიდევ ქართულად, ისე კარგად რა", - თქვა ცაგარეიშვილმა. 

ცნობისთვის, დავით არახამიამ განცხადება "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებასთან დაკავშირებით გააკეთა: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი