მთელი საქართველო შოკირებულია... შინძო აბე იყო საქართველოს მეგობარი, ძლიერი საერთაშორისო ფიგურა - ზურაბიშვილი

გამოქვეყნდა:

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იაპონიის ყოფილი პრემიერმინისტრის მკვლელობის გამო მწუხარებას გამოთქვამს. 

როგორც ზურაბიშვილი Twitter-ზე წერს, შინძო აბე საქართველოს მეგობარი და ძლიერი საერთაშორისო ფიგურა იყო.

"საშინელი ტრაგედია. მთელი საქართველო შოკირებულია. შინძო აბე იყო საქართველოს მეგობარი, მაგრამ ასევე ძლიერი საერთაშორისო ფიგურა. ჩემი ღრმა მწუხარება", - წერს სალომე ზურაბიშვილი Twitter-ზე.

ცნობისთვის, დღეს დილით, ქალაქ ნარაში ერთ-ერთ ღონისძიებაზე იაპონიის ყოფილ პრემიერს ესროლეს. 41 წლის ეჭვმიტანილმა მას იარაღიდან ორჯერ ესროლა, სავარაუდოდ პირველი ტყვია ააცილა, მეორე კი შინძო აბეს ზურგის არეში მოხვდა. გავრცელდა კადრები, როგორ ეცემა სროლის შემდეგ ძირს 67 წლის ყოფილი პრემიერი. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ეჭვმიტანილი პოლიციამ ადგილზევე დააკავა, გავრცელებული ცნობით, მას გაქცევა არ უცდია.

შინძო აბე იაპონიის ყველაზე ხანგრძლივი პრემიერმინისტრი იყო. მან პოსტი 2020 წელს ჯანმრთელობის პრობლემების გამო დატოვა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი