ჩვენი ფიქრები და ლოცვები აბე შინძოს ოჯახის გასამხნევებლად არის მიმართული - ღარიბაშვილი

გამოქვეყნდა:

პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი იაპონიის ყოფილ პრემიერზე თავდასხმას ეხმაურება და წერს, რომ ჩვენი ფიქრები და ლოცვები აბე შინძოს ოჯახის გასამხნევებლად არის მიმართული.

"ამომრჩევლებისადმი მიმართვის დროს აბე შინძოზე თავდასხმის ამბის გამო ძალიან დამწუხრებული ვარ. ჩვენი ფიქრები და ლოცვები მიმართულია მისი და ოჯახის გასამხნევებლად. საქართველო იაპონიის გვერდით დგას!" - წერს ღარიბაშვილი.

ცნობისთვის, პარასკევს დილით, ქალაქ ნარაში ერთ-ერთ ღონისძიებაზე იაპონიის ყოფილ პრემიერს ესროლეს. 41 წლის ეჭვმიტანილმა მას იარაღიდან ორჯერ ესროლა, სავარაუდოდ პირველი ტყვია აცილა, მეორე კი ზურგის არეში მოხვდა. გავრცელდა კადრები როგორ ეცმა სროლის შემდეგ ძირს 67 წლის ყოფილი პრემიერია. ის ამჟამად საავადმყოფოშია. ეჭვმიტანილი პოლიციამ ადგილზევე დააკავა, გავრცელებული ცნობით, მას გაქცევა არ უციდა.

შინძო აბე იაპონიის ყველაზე ხანგრძლივი პრემიერმინისტრი იყო. მან პოსტი 2020 წელს ჯანმრთელობის პრობლემების გამო დატოვა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი