გიორგი რურუას საქმეში ახალი მტკიცებულებები გაჩნდა

გამოქვეყნდა:

გიორგი რურუას საქმეში სახალხო დამცველის ოფისის ჩატარებული მონიტორინგის შედეგად ახალი მტკიცებულებები გაჩნდა - თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში გიორგი რურუას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, სადაც დაცვის მხარე წერილობით მტკიცებულებებს წარადგენს. 

სახალხო დამცველის მიერ გიორგი რურუას საქმეზე ჩატარებული მონიტორინგის შედეგად დასტურდება, რომ 2020 წლის 3 იანვარს საკნიდან სამართალდამცავებმა ნივთები უკანონოდ ამოიღეს და იმის მიუხედავად, რომ მათ ჰქონდათ ინფორმაციას რურუას ადვოკატის იმ მომენტში ციხეში ყოფნის შესახებ, უფლებადამცველს არ დაუკავშირდნენ. ომბუდსმენის ოფისმა ამ დარღვევის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას და პროკურატურას რეკომენდაციებით უკვე მიმართა. 

გიორგი რურუას ადვოკატები დარწმუნებულნი არიან, რომ ვინაიდან საქმე მთლიანად პოლიტიზირებულია, გამოძიება ობიექტურად არ წარიმართება. 

მივმართავთ სასამართლოს შუამდგომლობით და მოვითხოვთ საქმეზე ახალი მტკიცებულებების დართვას. კერძოდ, ჩვენთვის ცნობილი გახდა, სახალხო დამცველის პარლამენტში ვიზიტის შემდეგ, რომ მათ მონიტორინგის შედეგად გარკვეული დოკუმენტაცია ჰქონდათ მოპოვებული, - ამბობს ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი. 

წინა სასამართლო პროცესებზე  დაცვის მხარემ მოსამართლეს არაერთხელ მიმართა აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ, თუმცა მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა ადვოკატების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი