უფრო მისაღები იქნება, თუ კითხვებს ობიექტური და სამართლიანი პასუხი გაეცემა - წილოსანი დეგნანზე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" დეპუტატი, ნინო წილოსანი მმართველი გუნდიდან ფორმალურად წასული დეპუტატების ანტიდასავლურ განცხადებაზე, აშშ-ის ელჩის პასუხებს ეხმაურება და ამბობს, რომ "უფრო მისაღები იქნებოდა", კელი დეგნანს კითხვებზე "სამართლიანი პასუხი გაეცა".

"უფრო მარტივი და მისაღები იქნება, თუ მათ მიერ დასმულ კითხვებზე იქნება ობიექტური და სამართლიანი პასუხი გაცემული. ასევე ეჭვი არ მეპარება, ჩვენი დასავლელი პარტნიორები იქნებიან, თუ მათი დიპლომატიური წარმომადგენლები, სრულად გაემიჯნებიან და ემიჯნებიან, იმ დესტრუქციულ სცენარებს, რომელიც შეიძლება, ოპოზიციის თუ მათი სამოქალაქო აქტივისტების მხრიდან ისმოდეს", - თქვა ნინო წილოსანმა.

ცნობისთვის, პარლამენტის დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა კელი დეგნანს ღია წერილით მიმართა. წერილში ის ამბობდა, რომ ვერავითარი "რუსული რბილი ძალა" ვერ შეარყევს საქართველოში ამერიკის რეპუტაციას ისე, როგორც მისი [ელჩის] განცხადებები თუ დუმილი. 

ყაველაშვილს აშშ-ის ელჩი გამოეხმაურა და თქვა, რომ წერილი სავსე იყო ტყუილითა და შეთქმულების თეორიებით. მანვე აღნიშნა, რომ "ოცნების" ყოფილი წევრების ნარატივი, ძალიან ემთხვევა მმართველი პარტიის ზოგიერთი ლიდერის სიტყვებს.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი