რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სპეცოპერაციის ჩატარების გადაწყვეტილებით, აღკვეთა მსოფლიოში დიდი ომის დაწყება- ამის შესახებ სახელმწიფო სათათბიროს სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა ისაუბრა.
„ჩვენმა პრეზიდენტმა ყველაფერი გააკეთა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. რომ არა მისი გადაწყვეტილება, რომ დაწყებულიყო სპეციალური სამხედრო ოპერაცია, მსოფლიო რეალურად შეიძლება უფსკრულის წინაშე აღმოჩენილიყო, დიდი ომის ზღურბლამდე მისულიყო“, - თქვა ვოლოდინმა.
შეგახსენებთ, რომ პუტინმა უკრაინაში ომი 24 თებერვალს დაიწყო და საკუთარი ჯარი სუვერენული ქვეყნის ტერიტორიაზე შეიყვანა. მიზეზად კი "დენაციფიკაცია" დაასახელა.