"ფაქტების ფეხქვეშ გათელვა იქნება, თუ ვინმე იტყვის, რომ მართლმსაჯულებამ 2013 წლიდან ძალიან დიდი პროგრესი არ განიცადა" | ოხანაშვილი

გამოქვეყნდა:

„ეს იქნება ფაქტების დამახინჯება და ფეხქვეშ გათელვა, თუ ვინმე იმას იტყვის, რომ ქართულმა მართლმსაჯულებამ 2013 წლიდან დღემდე ძალიან დიდი პროგრესი არ განიცადა. რა თქმა უნდა, რჩება გამოწვევები და როდესაც გამოწვევებზეა საუბარი, ჩვენ ამ დოკუმენტში დაფიქსირებული გვაქვს გამოწვევები. ეს არის: საპროცესო ვადების დაცვა, რათა ჩვენმა მოქალაქეებმა სწრაფი მართლმსაჯულება მიიღონ; სასამართლოს გადატვირთულობა, სასამართლოს გადაწყვეტილებების დასაბუთებულობის ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესება - ეს არის საკითხები, რომელზეც ჩვენ უნდა ვიმუშაოთ“.

- თქვა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა "იმედთან". 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი