საბოტაჟის მუხლით დაწყებული ძიება "მთავარი არხის" რეპორტაჟს შეეხებოდა, რომელშიც კოვიდ 19-ის დიაგნოზის შესაძლო გაყალბებაზე იყო საუბარი. სუს-ი "მთავარ არხს" ბრალდებად დეზინფორმაცასა და პანიკის დათესვას უყენებს.
"ამ დეზინფორმაციული კამპანიის ორგანიზატორები, მოსახლეობაში დაუცველობის განცდის, სახელმწიფოსადმი უნდობლობის, პანიკისა და ქაოსის დათესვის გზით, მიზნად ისახავენ სახელმწიფო დაწესებულებების, ორგანიზაციებისა და სამსახურების ნრომალური ფუნქციონირების ხელის შეშლას".
მართალია, უწყების წერილობით განცხადებაში არაფერია ნათქვამი ბომბეიდან-ლონდონის მიმართულებით გვირაბის გათხრაზე, მაგრამ სუს-ის ეს ციტატა საქმეში ჩაუხედავ დამკვირვებელს შესაძლოა ძალიან მარტივად 1937 წლის ტროიკის ოქმებში აერიოს.
ყველაზე უცნაური კი "მთავარი არხის", დეკლარირებულად პროდასავლური მედიასაშუალების პრორუსულ რიტორიკაში დადანაშაულება აღმოჩნდა. და ეს, რბილად რომ ვთქვათ, უცნაურია უწყებისგან, რომელიც ბოლო წლებია, თვალს ხუჭავს ქვეყანაში რუსული პროპაგანდის გაძლიერებაზე, კრემლიდან დაფინანსებული და მართული ჯგუფების გააქტიურებაზე და ვისმა გამომძიებლებმაც "ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლიდან რვა წლის თავზე ვერ გამოავლინეს და ვერ დაიჭირეს ვერ ერთი რუსეთის აგენტი.
მაშინ როდესაც საქართველოს საზღვრები ღიაა ათასი ჯურის კრიმინალისთვის, როცა ქვეყნის ტერიტორიაზე დაუბრკოლებლად შემოდიან ტერორისტები, როცა თბილისის ქუჩები ხან ბრძოლის ველს ემსაგვსება და ხან კილერების სამოქმედო არეალი ხდება, სუს-ის მთავარი ამოცანა "მთავარი არხის" დისკრედიტაციაა, რისთვისაც ის არც 80 წლის მოხუცების დაკითხვაზე დაბარებას ერიდება და არც რესპოდენტების დაშინებას, რის შემდეგაც ეს ადამიანები ჟურნალისტებთან გამომძიებლების მიერ დაბარებულ იდენტურ ტექტსებს იმეორებენ. სუს-ში მიმდინარე გამოძიება და დღევანდელი განცხადება მედიაექსპერტებმა ცალსახად დამოუკიდებელ ტელევიზიაზე ზეწოლის მცდლეობად შეაფასეს.
"მთავარი არხი" ისევ ერთგული დარჩება იმ ღირებულებებისა, რომლის გამოც სულ რაღაც რამდენიმე კვირაში ის ქვეყნის წამყვანი ტელევიზია გაზდა. თუმცა ერთ მიზანს სუს-ში დაწყებული აბსურუდლი გამოძიება მაინც მიაღწევს, რესპოდენტების ნაწილს დააშინებს და ადამიანებს კარგად დააფიქრებს, ღირს თუ არა პრობლემებზე საჯაროდ საუბარი. სუს-ის პასკვილის მნიშვნელოვანი ნაწილი ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტების კრიტიკასაც ეთმობა. განცხადებაში ნათქვამია, რომ "მთავარი არხის" რეპორტაჟს ორგანიზებულად გამოეხმაურნენ კონკრეტული პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები და სავარუდოა, რომ ისინიც საბოტაჟის მუხლით დაწყებული ძიების ინტერესის ობიექტებს წარმოადგენენ.
კალენდარზე ახლა არც 1937 წელია და 1984 - 2020 წელი საქართველოსთვის ყველაზე ცხელი პოლიტიკური სეზონია და როგორც ჩანს, ივანიშვილი ძალაუფლების შესანარჩუნებლად ფსონს ახლა რეპრესიებზე დებს. რაც იმას ნიშნავს, რომ პოლიტიკური ბრძოლის იარაღად გადაქცეული სუს-ის უახლოეს მოამავალში აბსრუდული წარმოდგენის ახალ ეპიზოდებსაც უნდა ველოდოთ.