"პოლიციელი იღებდა და დამცინოდა" - გორში გარემოვაჭრეებთან პოლიციაა მობილიზებული

გამოქვეყნდა:

შსს-ს გორში პოლიციის მობილიზება აქვს გამოცხადებული. სამართალდამცველები დღეს ქალაქის მერის, ვლადიმერ ხინჩეგაშვილის ბრძანების შესრულებას და გარემოვაჭრეების დაჯარიმებას გეგმავენ.

ქუჩაში, ლუკმაპურის საშოვნელად გამოსულები საქმიანობის შეწყვეტას არ აპირებენ, მათ უსაფრთხოებას სიმბოლურად "გირჩი მეტი თავისუფლების" წარმომადგენლები იცავენ. პარალელურად, გორის მერს ოფიციალური წერილით მიმართავს "ნაციონალური მოძრაობა", რომელიც მერიას გარემოვაჭრეებისთვის, საბანკო ვალდებულებების დასაფარად კომპენსაციას სთხოვს. 

 შეზღუდვის მიუხედავად, გარემოვაჭრეებმა პროდუქცია სარეალიზაციოდ გარეთ გამოიტანეს

"გადამიღო ხალხო იცინოდა, აგვისტოს 5 დღეში რომ არის ისე აკეთებდა ის პოლიციელი... იღებდა და დამცინოდა" - ამბობს ერთ-ერთი გარემოვაჭრე.

შეგახსენებთ, რომ გარემოვაჭრეების დახლები მერიამ 9 ივლისს, ღამის საათებში დაშალა. მათ ახალ ადგილზე გადასვლას სთავაზობენ, თუმცა გარემოვაჭრეები ამბობენ, რომ იქ მომხმარებელი არ მიდის. 

იხილეთ ასევე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი