ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, "ევროპის სახალხო პარტიის" ვიცე-პრეზიდენტი დევიდ მაკალისტერი აცხადებს, რომ მომავალ კვირას საქართველოში ევროპარლამენტარების დელეგაცია ჩამოვა - "ჩვენ ვაპირებთ შემდეგ კვირას საქართველოში ჩასვლას".
ამ თემაზე მან ევროპარლამენტში საქართველოზე მორიგი კრიტიკული რეზოლუციის პროექტის განხილვაზე ისაუბრა. მისივე განცხადებით, რეზოლუციის პროექტის განხილვასა და კენჭისყრას ევროპარლამენტი სექტემბერში დაუბრუნდება.
"დიდი მადლობა ყველა კოლეგას და კომისიას, რომელმაც მიიღო მონაწილეობა ამ რეზოლუციის განხილვაში, მე არ ვაპირებ დეტალებში ამ რეზოლუციის განხილვას, ამის საშუალება გვექნება, როცა მომხსენებლებს საქართველოზე შევხვდებით, მაშინ, როცა საქართველოს მთავრობას და შევადგენთ მოხსენებას საქართველოს ევროპულ ასპირაციებთან დაკავშირებით. ველოდებით, რომ საქართველოს მთავრობა დადებს იმ შედეგებს, რომლებსაც მათგან ველოდებით", - ამბობს სვენ მიქსერი, რომელმაც საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულებაზე მომზადებული ყოველწლიურ ანგარიში წარადგინა.
სვენ მიქსერმა აღნიშნა, რომ თუ ევროკავშირის მიერ მოთხოვნილი თორმეტივე პუნქტი შესრულება, ისინი მხარს დაუჭერენ ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მონიჭებას.