პირდაპირი და მკაფიო მოთხოვნა ევროპარლამენტიდან, რომელიც ქართულ ოცნებას ინტერპრეტაციის შესაძლებლობას აღარ უტოვებს. ღიად და დამარცვლით ივანიშვილის გუნდს განუმარტეს თუ რას ითხოვს ევროკავშირი საქართველოსგან და ვის გულისხმობენ სტრატეგიული პარტნიორები, როდესაც ქვეყანაში დეოლიგაქრიზაციის აუცილებლობაზე საუბრობენ.
ბიძინა ივანიშვილის გარდა ევროპარლამენტის სხდომათა დარბაზში კიდევ ორ ქართველზე ლაპარაკობდნენ. ოლიგარქიული რეჟიმის ორი მთავარი მსხვერპლის მიხეილ სააკაშვილის და ნიკა გვარამიას გათავისუფლება კიდევ ერთი პოლიტიკური ამოცანაა, რომელზეც საქართველოს ევროინტეგრაციაა დამოკიდებული. ბრიუსელში ხმამაღლა მოითხოვენ, რომ სასიკვდილოდ განწირული და სიტყვის თვისუფლებისთვის დატყვევებული ლიდერები დაუყოვნებლივ გათვისუფლდნენ.