
დიდ ბრიტანეთში კონსერვატიული პარტიისა და ქვეყნის პრემიერობისთვის კანდიდატების არჩევის პროცესი დაიწყო. პირველი რაუნდის შემდეგ, ბრძოლას ორი კანდიდატი - ჯერემი ჰანტი და ნადიმ ზაჰავი გამოეთიშა.
პირველ რაუნდში ხმათა უმრავლესობა - 88 ხმა - ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა რიში სუნაკმა მიიღო, მეორე და მესამე ადგილზე კი - თავდაცვის ყოფილი მინისტრი, პენი მორდონტია (67 ხმა) და ამჟამინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრასი (50 ხმა) გავიდნენ.
რბოლას 6 კანდიდატი გააგრძელებს. არჩევნების პროცესი კიდევ რამდენიმე კვირა, მანამ გაგრძელდება, სანამ მხოლოდ ორი კანდიდატი არ დარჩება.