საქართველოში ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი ამბობს, რომ ახლა საქართველოს თვითკმაყოფილების დრო არ აქვს და საჭიროა მოქმედება. კითხვაზე, რა მოხდება თუ მომდევნო 6 თვის განმავლობაში 12 პირობა არ შესრულდება და შეუქმნის თუ არა ეს საფრთხეს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას, ჰარცელი პასუხობს:
"ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში ყველამ გააცნობიეროს, რომ ევროკავშირის გადაწყვეტილება, საქართველოსთვის კარის გაღების თაობაზე, ნამდვილად ისტორიული მომენტია, ყველამ უნდა იფიქროს, თუ როგორ გამოიყენოს ქვეყნისთვის ხელმისაწვდომი მნიშვნელოვანი შესაძლებლობები. ევროპისკენ მიმავალი გზა დამსახურებებზეა დაფუძნებულ პროცესად რჩება, ბურთი ახლა საქართველოს მოედანზეა, საქართველომ, ისევე როგორც უკრაინამ და მოლდოვამ - კონკრეტული ქმედებებით უნდა წარმოაჩინონ თავიანთი მზადყოფნა და უნარი, წაიწიონ წინ - ევროკავშირის წევრობისკენ.
დასაკარგი დრო არ არის, რადგან ევროპის თვალი და ყური, ამჟამად, ამ რეგიონისკენაა მიმართული. საქართველოსთვის გამოწვევაა ამ 12 პრიორიტეტის რას შეიძლება მალე შესრულება. როგორც კი ეს მოხდება, ქვეყანა ძალიან მძლავრ გზავნილს გაუგზავნის ევროკავშირს და მის წევრ ქვეყნებს, რომ საქართველო დაბრუნდა სწორ გზაზე და შესაძლებელია მასზე დაყრდნობა, წინსვლის იმედით.
თვითკმაყოფილების დრო არ არის, რადგან ეს მომენტი ხელიდან არ უნდა გავუშვათ. ახლა საჭიროა მოქმედება".
იხილეთ ასევე: