"მათ ტრიბუნალი ელოდებათ" - პუშილინის თქმით, 100-ზე მეტ აზოველს "გაასამართლებენ"

გამოქვეყნდა:

უკრაინის სეპარატისტული დონეცკის ე.წ სახალხო რესპუბლიკის "ლიდერის", დენის პუშილინის თქმით, აზოვის 100-ზე მეტი მებრძოლი "სასამართლოს" წინაშე წარდგება. მისი ინფორმაციით, ისინი უკვე გადაიყვანეს წინასწარი დაკავების იზოლატორში - "მათ ტრიბუნალი ელოდებათ" - ამბობს მარიონეტი პუშილინი Solovyov Live-ის ეთერში. 

შეგახსენებთ, მარიუპოლის აზოვსტალის ქარხნიდან აზოვის მებრძოლების ევაკუაცია 17 მაისს დაიწყო. ყველა უკრაინელი სამხედრო რუსული ძალების თანხლებით, ოკუპანტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე გადაიყვანეს. ისინი ახლა ტყვეობაში არიან, თუმცა უცნობია აზოვის ბატალიონის მეთაურების ბედი. ბოლო ინფორმაციით, დენის პროკოპენკო და სვიატოსლავ პალამარი რუსეთში, ერთ-ერთ "სპეცდანიშნულების ობიექტზე" ჰყავთ გადაყვანილი. 

9 ივლისს გავრცელებული ინფორმაციით კი, თვითგამოცხადებული დონეცკის ე.წ. სასამართლომ "აზოვის" ბატალიონის ორ ჯარისკაცს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი