ადვოკატმა რუსთავის ციხიდან გლდანში გადაყვანის ფაქტზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის უფროსის ჩვენება გაასაჯაროვა

გამოქვეყნდა:

არაადამიანური მოპყრობა მესამე პრეზიდენტის მიმართ - ადვოკატმა რუსთავის ციხიდან გლდანის ციხეში გადაყვანის ფაქტზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის უფროსის ჩვენება გაასაჯაროვა.  უფლებადამცველის შეფასებით, ნიკა ცხვარაშვილმა ფაქტობრივად აღიარა, რომ მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხიდან გლდანში, მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრის და ადვოკატების თანხმობის გარეშე გადაიყვანეს.

"რადგან საკითხი ეხებოდა ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, აუცილებელი იყო შესწავლილიყო მიმღები სამედიცინო კლინიკის მედპერსონალი, რათა მათგან პოლიტიკური ან სხვა მოტივით საფრთხე არ შექმნოდა მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს" - ამბობს  სპეციალური პენიტენციური სამსახურის უფროსი ნიკა ცხვარაშვილი.

ადვოკატი, გიორგი მშვენიერაძე ამბობს, რომ ნიკა ცხვარიაშვილი ხსნის, რომ თითქოს მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის დაცვის ინტერესით იქნა მიღებული გადაწყვეტილება მისი გლდანში გადაყვანასთან დაკავშირებით. - "ეს უფრო თავის მართლებაა ასე ვთქვათ და საზოგადოების, მათ შორის გამოძიების შეცდომაში შეყვანაც".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი