პარასკევს, შრი-ლანკის პარლამენტის სპიკერმა დაადასტურა გოტაბაია რაჯაპაქსას ოფიციალური მოთხოვნა გადადგომის შესახებ. მან წერილი ოფიციალურად ელექტრონული ფოსტის საშუალები გაგზავნა მას შემდეგ რაც მასობრივი პროტესტის ფონზე ქვეყნიდან გაიქცა.
მისი თანამდებობიდან წასვლა ნიშნავს მომიტინგეების გამარჯვებას, რომლებიც თვეების განმავლობაში ითხოვდნენ როგორც რაჯაპაქსას, ისე პრემიერმინისტრ რანილ ვიკრემესინგეს გადაყენებას. პრემიერმინისტრი პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად რჩება მას შემდეგ, რაც ის ჯერ მალდივებზე, შემდეგ კი სინგაპურში გაიქცა.
პრეზიდენტის გადადგომა კოლომბოში ხუთშაბათს ღამით აღნიშნეს.
"ჩვენ ერთი მიზანი გვქონდა - ამ ქვეყნიდან ამ აბსოლუტურად კორუმპირებული რეჟიმის მოშორება", - თქვა ერთ-ერთმა მოქალაქემ CNN-თან.
რაჯაპაქსას გადადგომა ძალაში შევიდა ხუთშაბათს, განაცხადა პარლამენტის სპიკერმა. მისი თქმით, ვიკრემესინგე დარჩება პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი მანამ, სანამ პარლამენტი არ აირჩევს ახალ პრეზიდენტს.
კენჭისყრის თარიღი ჯერ დადგენილი არ არის, მაგრამ კონსტიტუციის თანახმად, ვიკრემესინგეს უფლება ექნება დაიკავოს თანამდებობა მაქსიმუმ 30 დღის განმავლობაში.