რუსეთის მთავრობაში საკადრო ცვლილებებია - პუტინის ახალი გადაწყვეტილება

გამოქვეყნდა:

პუტინმა საკუთარ მთავრობაში საკადრო ცვლილებები განახორციელა - რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა განკარგულებას მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის დენის მანტუროვის ვიცე-პრემიერად დანიშვნის შესახებ. დოკუმენტი კრემლის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

მანამდე მანტუროვის კანდიდატურა სახელმწიფო დუმამ დაამტკიცა.

„რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციის 83-ე მუხლის „ე“ პუნქტის შესაბამისად, დენის ვალენტინოვიჩ მანტუროვი დანიშნეთ რუსეთის ფედერაციის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილედ - რუსეთის ფედერაციის მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრად“, - ნათქვამია განკარგულებაში.

ამავდროულად, სახელმწიფოს მეთაურმა თანამდებობიდან გაათავისუფლა ვიცე-პრემიერი იური ბორისოვი და ის დიმიტრი როგოზინის ნაცვლად როსკოსმოსის გენერალურ დირექტორად დანიშნა.

კიდევ ერთი განკარგულებით პუტინმა მთავრობის სტრუქტურაში ცვლილებები შეიტანა. რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტმა მათი რიცხვი 10-დან 11-მდე გაზარდა ვიცე-პრემიერის - მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის პოსტის შემოღებით.

ვიცე-პრემიერებად რჩებიან: იური ტრუტნევი, ტატიანა გოლიკოვა, ანდრეი ბელუსოვი, დიმიტრი ჩერნიშენკო, მარატ ხუსნულინი, ვიქტორია აბრამჩენკო, ალექსეი ოვერჩუკი, დიმიტრი გრიგორენკო და ალექსანდრე ნოვაკი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი