კიდევ ერთი დიდი უკან გადადგმული ნაბიჯი ევროინტეგრაციის გზაზე - ასე აფასებენ ევროპელი პოლიტიკოსები "მთავარი არხის" ჟურნალისტების უკანონო მიყურადების ფაქტს. ევროპარლამენტარები გაოგნებული არიან გასაჯაროებული აუდიოფალით და პარალელებს კრემლის მართველობის სტილთან ავლებენ.
უკიდურესად ხისტია შეფასება შეერთებული შტატებიდანაც. კრიტიკული მედიის შევიწროება და ჟურნალისტების კონტროლი სამუშაო სივრცეში ფარული მოსმენებით დასავლეთისთვის უკიდურესად აღმაშფოთებელი და საგანგაშო სიგნალია.
სტრატეგიული პარტნიორები მიუკერძოებელი გამოძიების შედეგებს და კონკრეტული პირების პოლიტიკურ და სამართლებრივ პასუხისმგებლობას ელოდებიან.