დასავლელ მოკავშირეებთან ღია ომის ფაზაში გადასული ურთიერთობა. "ქართული ოცნება" ყოველდღიურად, ყოველი განცხადებით სულ უფრო აზარალებს ქვეყნის ინტერესებს და მიზანმიმართულად აშორებს ევროპული ოჯახისგან.
მას შემდეგ რაც ევროპის პოლიტიკური დედაქალაქიდან საქართველოს ხელისუფლებას მკაფიოდ უთხრეს, რომ მმართველი გუნდი და ბიძინა ივანიშვილია ქვეყნის მთავარი მუხრუჭი ევროინტეგრაციის გზაზე სახელისუფლებო ლიდერებმა და ე.წ-მა მეამბოხე დეპუტატებმა თავდასხმა, კიდევ უფრო აგრესიული კამპანიით განაგრძეს.