"საქართველოს მთავრობამ უნდა გააცნობიეროს, რომ ანტიდასავლურ ქცევებს შედეგები მოჰყვება" | იან კელი

გამოქვეყნდა:

"საქართველოს მთავრობამ უნდა გააცნობიეროს, რომ ანტიდასავლურ ქცევებს შედეგები მოჰყვება" - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი საქართველოში იან კელი "მთავარ არხთან" საუბრობს. 

"მე ვფიქრობ, რომ ეს კიდევ ერთი ნიშანია იმ შემაშფოთებელი ტენდენციისა, რომელიც მმართველ პარტიაში ბოლო 6 თვის განმავლობაში შეინიშნება. და ეს არის საკუთარი თავისა და ქვეყნის დისტანცირება დასავლეთისგან. მე ვფიქრობ, აქ ორი მიზეზი შეიძლება იყოს. ერთია, რომ არ მოხდეს რუსეთის პროვოცირება უკრაინის ომის ფონზე. მეორე კი, უფრო შემაშფოთებელი, არის ის, რომ მმართველმა პარტიამ გადაწყვიტა არ გაატაროს ის რეფორმები, და ასეთი ხერხით შეინარჩუნოს ძალაუფლება, რომ ქვეყანაში არ იყოს კონსენსუსი და პლურალიზმით მმართველობა, ოპოზიციასთან დიალოგი და ჩამოყალიბდეს ერთპარტიული მმართველობა. ეს ძალიან შემაშფოთებელია და განსაკუთრებით სამწუხაროა მმართველი პარტიის წევრების მიერ საქართველოში ამერიკის ელჩის, კელი დეგნანის მიმართ ბრალდებები და ცილისწამება.

თავად ფაქტი, რომ მთავრობის წევრებს შეუძლიათ ასე დაესხან თავს მაღალი რანგის ამერიკელ დიპლომატს, ძალიან შემაშფოთებელია ბევრი ამერიკელისთვის, რომელიც საქართველოს მეგობრად თვლის თავს. მე ვსაუბრობ ადამიანებზე კაპიტოლიუმში, სახელმწიფო დეპარტამენტსა და თავდაცვის დეპარტამენტში. მე ვფიქრობ, საქართველოს მთავრობამ უნდა გააცნობიეროს, რომ ამას შედეგები მოჰყვება.

რაღაც მომენტში ამერიკელები საკუთარ თავს ჰკითხავენ, რატომ ვუხდით ფულს მთავრობას, რომელიც თავს ესხმის ჩვენს მაღალი რანგის დიპლომატს. მე და ჩემმა მეგობარმა დევიდ კრამერმა ცოტა ხნის წინ დავწერეთ სტატია, რომელშიც ვურჩიეთ ამერიკის მთავრობას რომ საქართველოში ოლიგარქების წინააღმდეგ იმ მეთოდების გამოყენებაზე იფიქროს, რომლებიც ჩვენ უკვე გამოვიყენეთ უკრაინასა და მოლდოვაში. მე ვფიქრობ, რომ ასეთი ანტიდასავლური ქცევებისთვის შედეგები უნდა დადგეს", - ამბობს იან კელი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი