"​რუსეთი არჩევნებში ჩარევას ისევ შეეცდება" - აშშ-ს წარმომადგენლობითი პალატა

გამოქვეყნდა:

აშშ-ს წარმომადგენლობითი პალატა რუსულ დაზვერვაზე სანქციების დაწესებას მოითხოვს. ნენსი პელოსი მიიჩნევს რომ კრემლი საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას კიდევ ერთხელ შეეცდება, რაც ეროვნული უსაფრთხოების პრობლემაა. დემოკრატიული პარტიის წევრი თეთრ სახლს რუსეთის მიმართ ლოიალურ დამოკიდებულებაში ადანაშაულებს და პრეზიდენტ ტრამპს მეტი ანტირუსული ქმედებებისაკენ მოუწოდებს.

წინასაარჩევნო პროცესებში ყურადღებით უნდა ვიყოთ, რადგან ვფიქრობ, რომ რუსეთი არჩევნებში ჩარევას ისევ შეეცდება. ეს ადმინისტრაციამ უნდა გააკონტროლოს, მაგრამ ისინი არაფერს არ აკეთებენ, რადგან საქმე რუსეთს ეხება-  ამბობს ნენსი პელონი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი