ქართული ოცნების პოლიტიკური შურისძიების მსხვერპლი თუ სახელმწიფო საიდუმლოების გამთქმელი? რატომ დაიჭირეს სოსო გოგაშვილი ახლა.  სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის დაპატიმრების ფორმა და ქრონოლოგია ბევრ შეკითხვას ბადებს. გოგაშვილი საკუთარ სახლში სპეცოპერაციით აიყვანეს, თუმცა როგორც ოჯახი ამტკიცებს, სამართალდამცველებს თავდაპირველად მხოლოდ  ჩხრეკის განჩინება ჰქონდათ.  

სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის საცხოვრებელს  დაახლოებით 15 საათი ჩხრეკდნენ. ბოლოს ოჯახს უთხრეს რომ ამოღებული მეხსიერების ბარათები CD დისკები და კომპიუტერი ისეთ ინფორმაციას შეიცავდა რის გამოც სოსო გოგაშვილს აკავებდნენ და ისიც მაშინვე  იზოლატორში გადაიყვანეს. 

ოჯახი ამტკიცებს რომ ბრალის დამძიმების მოტივით სოსო გოგაშვილს, რომელსაც 13 ცეცხლსასროლი იარაღი აქვს გაფორმებული, კიდევ ორი ჩაუდეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი