დაკავებამდე სოსო გოგაშვილი ქართული ოცნების ლიდერებს მხილებით და მნიშვნელოვანი დოკუმენტების გასაჯაროებით დაემუქრა. პოლიტიკოსების ნაწილი ფიქრობს რომ ხელისუფლებამ გოგაშვილის დაპატიმრებით ისიც გააჩუმა და სიგნალი სხვებსაც გაუგზავნა, რომ მათ წინააღმდეგ მოქმედება დასჯადია. თუმცა სოსო გოგაშვილი წლების განმავლობაში თავად იყო იმ სისტემის ნაწილი რომლის მხილებაც თავად დაიწყო. ის იმ უწყებას ხელმძღვანელობდა რომლის მიმართაც არაერთი შეკითხვა და პრეტენზია არსებობს, რომელიც უსმენდა დაუსმენს ყველას, ჟურნალისტებს, არასამთავრობოებს, პოლიტიკურ ოპონენტებსა და დიპლომატებს. სოსო გოგაშვილის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას წლებია ორი ოჯახი ითხოვს- მაჩალიკაშვილები და მამალაძეები.