ირანმა მაიკ პომპეოსა და 60 ამერიკელს სანქციები დაუწესა

გამოქვეყნდა:

ირანმა 61 ამერიკელს სანქციები დაუწესა, რადგან ბირთვული მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, 2015 წლის ბირთვული შეთანხმების განახლებაზე ერთთვიანი წარუმატებელი მოლაპარაკების ფონზე, ირანმა აშშ-ის ყოფილ სახელმწიფო მდივანს მაიკ პომპეოს, ირანელი დისიდენტური ჯგუფის მხარდაჭერისთვის სანქციები დაუწესა. 

ირანის სახელმწიფო მედია იტყობინება, რომ ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს შავ სიაში შეყვანილი  დისიდენტური ჯგუფის Mujahideen-e-Khalq (MEK)-თვის მხარდაჭერის გამო, სიაში მოხვდენენ ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადვოკატი, რუდი ჯულიანი და თეთრი სახლის ყოფილი მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ ბოლტონი.

ცნობისთვის, წარსულში ათობით ამერიკელის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები სხვადასხვა საფუძვლით, ირანის ხელისუფლებას აძლევდა უფლებას ჩამოერთვას ნებისმიერი აქტივი, რომელიც მათ ფლობენ ირანში, მაგრამ ასეთი აქტივების აშკარა არარსებობა ნიშნავს, რომ ეს ნაბიჯები სავარაუდოდ სიმბოლური იქნება.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი