"საქართველოში იმედი არ მაქვს, რომ სიმართლეს დავამტკიცებთ, თუ როგორ ჩაუდეს ჩემს მეუღლეს ორი იარაღი..." - გოგაშვილის ცოლი

გამოქვეყნდა:

სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის ოჯახი აცხადებს, რომ საქართველოში თავიანთი "სიმართლის დამტკიცების იმედი არ აქვთ".

გოგაშვილის ცოლმა, თეა მარტყოფლიშვილმა სპეცოპერაციის ღამე კიდევ ერთხელ გაიხსენა და თქვა, რომ მასა და მის ოჯახის წევრებზე პოლიციამ იძალადა, სუს-ის ყოფილ მაღალჩინოსანს კი სხვადასხვა ნივთები, მათ შორის ცეცხლსასროლი იარაღი და ელექტრონული მოწყობილობები "ჩაუდეს".

"საქართველოში იმედი არ მაქვს, რომ ჩვენ სიმართლეს დავამტკიცებთ, თუ როგორ ჩაუდეს ჩემს მეუღლეს ორი იარაღი, ფლეშკები, დისკები, ლეპტოპი, რომელიც პირველად ვნახე და წერილობითი დოკუმენტაცია, რომელიც მე ჩემი თვალით ვნახე და ამით გაღიზიანდა ღამბაშიძე და ის ორი პიროვნება, რომლებიდანაც ერთი ავტომატს დებდა სოსოს კარადაში და მეორე, რომელიც ჩემს საწოლის ქვეშ იყო ამოდებული, შეეშალათ, ეგონათ რომ სოსო იმ მხარეს იდგა. ეს რომ დაინახა, რომ მე დავინახე, ამაზე გაგიჟდა და ჩემზე იძალადა. ჩემს მეუღლეზეც იძალადა, რომ შემოვარდა ფეხი დაარტყა, დააგდო და ეგრევე ბორკილები დაადეს", - ამბობს თეა მარტყოფლიშვილი.

მისივე თქმით, პოლიციელებს დავალება ჰქონდა მიღებული, რომ სახლში შესულიყვნენ და "ოჯახის წევრების ლიკვიდაცია მოეხდინათ".

"21-ე საუკუნეში სად ხდება ეს. როცა ადამიანი მოდიხარ, განჩინება წარმომიდგინე, წამიკითხე თუ დასაკავებლად მოდიხარ და იმის საშუალება მომეცი, რომ ადვოკატი გამოვიძახო და მასთან ერთად გავაკეთოთ ჩხრეკა. ამათ დაგეგმილი ჰქონდათ, იცოდნენ, რომ ასე უნდა მომხდარიყო. დავალება ჰქონდათ ასეთი, რომ უნდა შემოსულიყვნენ გოგაშვილების ოჯახში და ნამდვილად ლიკვიდაცია უნდა მოეხდინათ ჩვენი", - ამბობს სოსო გოგაშვილის ცოლი. 

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს ბრალდებას დღეს, დღის მეორე ნახევარში წარუდგენენ.

ასევე იხილეთ:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი