დეოლიგაქრიზაცია ნიშნავს დებიძინიზაციას, ანუ ივანიშვილის ჩამოშორებას პოლიტიკური პროცესებისგან. ამაზე მარტივად და ამაზე პირდაპირ ევროპელ პოლიტიკოსებს სათქმელი არასდროს უთქვამთ, არც საქართველოს და არც ნებისმიერი სხვა ქვეყანასთან მიმართებით. თუმცა თუნდაც ყველაზე მარტივად ნათქვამს, მაინც სწირდება კარგი გამგონე.
საბოლოო ჯამში ბრიუსელში მიმდინარე ცხარე განხილვები იმით დასრულდა, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე მსჯელობა ევროპარლამენტმა ამა წლის დეკემბრის ნაცვლად მოდმევნი, 2023 წლის ბოლომდე გადაავადა. იმ მოტივით, რომ ქვეყანას უფრო მეტო დრო ექნება უკეთ მოსამზადებლად.
თუმცა ეს შეიძლება უკუშედეგის მომტანი იყოს იმ ხელისუფლების პირობებში, რომელიც დღეს დეკლარირებულად ანტიდასავლურ ნაბიჯებს დგამს.