სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე და სულ ახლო წარსულში სახელისუფლებო იერარქიაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პირი სისხლის სამართლის 3 მუხლითაა დაკავებული.
სოსო გოგაშვილთან წლების განმავლობაში ძალიან ბევრი შეკითხვა იყო, თუნდაც მაჩალიკაშვილის საქმე ან ციანიდის საქმე. მაგრამ დღეს მას ხელისუფლება სამ ეპიზოდს ედავება, ესაა პირადი ინფორმაციის ან საიდუმლოს ხელყოფა, სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენება და იარაღის უკანონო შენახვა/ფლობა.
გოგაშვილი კი მხილებების მთელ სერიას აანონსებს იმ ხელისუფლების წინააღმდეგ, რომლის საკმაოდ ოდიოზური ფიგურა თავადაც გახლდათ არცთუ ისე დიდი ხნის წინ. დაკავებულის ოჯახი ირწმუნება, რომ ამ მამხილებველი მასალების ნაწილი უკვე გადაეცა ევროპის რამდენიმე ქვეყნის შესაბამის უწყებებს.
გოგაშვილმა ბევრი უნდა იცოდეს ხელისუფლების რუსულ კავშირებზეც, და ამ ინფორმაციის გასაჯაროება კი გარანტირიებულ სანქციებს ნიშნავს. ეს კი დღეს ყველაზე მეტად აფრთხოვს ოლიგარქსაც და მთლიანად ქართულ ოცნებას. გოგაშვილი, რომელიც სახელმწიფო სამსახურში სოციალურად დაუცველის სტატუსით მივიდა და მილიონერის რანგში დატოვა, მხილებას სახელისუფლებო მედიიდან და ეკლესიიაში შეთქმულებიდან იწყებს.