მესამე პრეზიდენტის ადვოკატებს სურთ, რომ მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო დასკვნის მომზადების პროცესში ამერიკელი ექსპერტები ჩაერთონ. საექსპერტო ჯგუფი საქართველოში რამდენიმე დღეში უნდა ჩამოვიდეს და მიხეილ სააკაშვილი მოინახულოს.
ადვოკატს იმედი აქვს, რომ ხელისუფლება პროცესს ხელს არ შეუშლის.
"საუბარი მქონდა მასთან ამერიკელი ექსპერტების თემატიკასთან, ანუ რა, როგორ, პროცედურები, რასთანაა ეს დაკავშირებული, იმედია ხელისუფლება ამას ხელს არ შეუშლის, საკმაოდ ბლომად აქვთ სამუშაო, დაიწყება ნებართვების მოპოვება, რომ მათ შეძლონ ჩამოსვლა და შევიდნენ თავისუფლად, დაუბრკოლებლად პატიმართან. გარდა ამისა, ნებართვების გაცემა იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი ჩაერთონ სასამართლო პროცესის მონაწილეობაში", - ამბობს ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე.
"ემპათიას" ხელმძღვანელი, მარიამ ჯიშკარიანი ამბობს, რომ ახალმა კვლევამ ცხადად აჩვენა, რომ პრობლემა გასტრო-ენეროლოგიური სისტემის მხრივაა. მისი თქმით, ეს დიდი ალბათობით მცდარად ჩატარებული "რეფიდინგის" შედეგია.