სპეციალური საგამოძიებო სამსახური სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის მიმართ სავარაუდო ფიზიკურ ძალადობას იკვლევს. უწყებამ საგამოძიებო მოქმედებები უკვე დაიწყო. სამსახურში დაიბარებენ გოგაშვილის ოჯახის წევრებსაც, ისინი ამტკიცებენ, რომ დაკავების დროს სამართალდამცველებმა მასზე ფიზიკურად იძალადეს.
ოჯახი ამბობს, რომ გიორგი ღამბაშიძე ერთ-ერთია, ვინც გოგაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
"კატეგორიულად არ ვეთანხმებით წარდგენილ ბრალს, გავასაჩივრებთ აუცილებლად და შესაბამის ზომებს მივიღებთ. ველოდებით, ასევე, საბოლოო სამედიცინო დასკვნას და შემოწმებას, რადგან მას სუნთქვის პრობლემაც ჰქონდა, დაგდებისა და დარტყმის დროს დაუზიანდა უკანა მხარე.
"ქართული ოცნება" ყველაფერს გააკეთებს, რომ მიჩქმალოს ეს საქმე, გაგვანადგურონ ბოლომდე, ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საზოგადოებისთვის არ იყოს ნათელი მიმდინარე პროცესი. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მამაჩემი იყოს კარგად და ისევ გააგრძელოს ამ ბინძური სისტემის წინააღმდეგ ბრძოლა, რომ მალე დასრულდეს ეს სისტემა", - ამბობს შვილი, ნინი გოგაშვილი.
ოჯახმა სახალხო დამცველსაც მიმართა და საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდა. იხილეთ ასევე: