შურისძიება ყოფილ თანაგუნდელზე | რისთვის გაასამართლეს სოსო გოგაშვილი

გამოქვეყნდა:

ხელისუფლების სრულმასშტაბიანი შურისძიება. უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ციხეში მიდის. სასამართლო სოსო გოგაშვილს გირაოზე უარს ეუბნება და პროცესი დახურული იქნება.

კითხვები უამრავია - თავად გოგაშვილის დაკავების პროცედურების კანონიერებიდან, უსაფრთხოებაში საქმიანობის დროს გამოძიებულ საქმეებამდე, ფარული ჩანაწერების სავარაუდო გავრცელებიდან, პატრიარქის წინააღმდეგ მოწყობილ შეთქმულებამდე.

მაგრამ დიდი ალბათობით საზგადოება ამ კითხვებზე პასუხებს ვერ მიიღებს. გამოძიება ასაიდუმლოებს ყველაფერს ამ საეჭვო საქმეში, ბრალდებული კი იმუქრება, რომ უახლოეს მომავალში ყველაფერს ფარდას ახდის. 

ავტორი: გუგა მაისურაძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი