სააპელაციო ნიკა გვარამიას საქმის განხილვას იწყებს | მოუწევს თუ არა ოლიგარქს გადაწყვეტილების შეცვლა

გამოქვეყნდა:

სააპელაციო სასამართლო ბოლო დროის ყველაზე რეზონანსული, ნიკა გვარამის პოლიტიკურად მოტივირებული საქმის განხილვას იწყებს. მართლმსაჯულების სისტემის მეორე ინსტანციამ პირველი სხდომის თარიღი სტრატეგიული პარტნიორების უპრეცენდენტო კრიტიკისა და გზავნილების ფონზე ჩანიშნა. 

სავარაუდოდ პირველ სხდომაზე გახდება ცნობილი, მოუწია თუ არა ბიძინა ივანიშვილს პოზიციის შეცვლა იმ საქმესთან დაკავშირებით, რომელზეც მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ქვეყნის ევროპული მომავალი და ოლიგარქის პერსონალური სანქციების საკითხი. 

განხილვის დაწყებამდე განსაკუთრებით აქტიური ხდება პოლიტიკური განაჩენის ავტორი ლაშა ჩხიკვაძე. ბოლო რამდენიმე დღეა მოსამართლე შეერთებული შტატების ელჩისგან განმარტებებს მოითხოვს და პარალელურად არ ერიდება საჯარო ზეწოლას და მითითებებს კოლეგა მოსამართლეების მიმართ სააპელაციო ინსტანციიდან.

"მთავარი არხის" დამფუძნებლის საქმეს რომ ევროპა განსაკუთრებული ყურადრებით ადევნებს თვალს, ამას ევროპის პოლიტიკური დედაქალაქიდან გაკეთებული შეფასებები ადასტურებს, სულ ცოტა ხნის წინ ევროდეპუტატმა მირიამ ლექსმანმა კიდევ ერთხელ დაგმო ნიკა გვარამიას განაჩენი და განაცხადა, რომ ევროკავშირს ადამიანის უფლებების დარღვევაზე პასუხისმგებელ პირებთან გასამკლავებლად სანქციების მექანიზმი აქვს.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი