თბილისის სააპელაციო სასამართლოში, სადაც ცოტა ხანში ნიკა გვარამიას საქმის სააპელაციო საქმის განხილვა უნდა დაიწყოს, ჩეხეთის ელჩი მივიდა. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რამდენად დიდია მთავარი არხის პატიმრობაში მყოფი გენერალური დირექტორის პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდების საქმეზე ინტერესი.
დიპლომატს სხდომის დაწყებამდე კომენტარი არ გაუკეთებია.
ცნობისთვის, ჩეხეთმა ევროკავშირის თავმჯდომარეობა გადაიბარა, საფრანგეთის შემდეგ.
პროცესი თბილისის სააპელაციო სასამართლოში 13 საათზეა ჩანიშნული.