ნიკა გვარამია სასამართლოს სიტყვით მიმართავს. ის ეხმაურება მისი საქმის მოსამართლის, ლაშა ჩხიკვაძის განცხადებებს და აშშ-ს ელჩის მისამართით გაკეთებულ განცხადებებს, ასევე თავად ჩხიკვაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციებს, რომ ნიკა გვარამიას განაჩენის შემდეგ, მისი და მისი ოჯახის ბულინგი მიმდინარეობს. ნიკა გვარამიამ ასეთი ქმედება მოსამართლის ოჯახის მიმართ, დაგმო:
"მიხარია რომ გხედავთ, ყველაზე მეტად მაინც მიხარია სანდროს რომ ვხედავ და რადგან სანდრო აქ არის და სოფოც აქ არის მინდა დავიწყო იმით, რო მოვისმინე ბატონი ჩხიკვაძის განცხადებები, მე არ ვიცი საერთოდ ეს რა ემსახურება. მოსამართლის ეთერებში სიარული თუ ტარება თუ როგორც არის, რას ემსახურება ზემდგომი სასამართლოს მიმართ მოწოდებები. ესეთი რამე საერთოდ არ გამიგია, ისევე როგორც არ გამიგია თავდასხმები მოსამართლის მხრიდან ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორზე. როგორი სასამართლო არ ყოფილა ამ ქვეყანაში, მაგრამ ასეთი ნამდვილად არ მომხდარა.
მიუხედავად ამისა, მე შევჩერდები მის ამ განმარტებაზე, რომელიც ყველაზე მეტად ჩამრჩა. მან განაცხადა, რომ ჩემი განაჩენის გამოტანის შემდეგ არ წყდება ბულინგი მისი მეუღლის და მისი შვილების. ამიტომაც გადავედი სანდროსგან და სოფოსგან ამ განცხადებაზე. მე არ ვადევნებ თვალყურს გასაგები მიზეზების გამო სოციალურ ქსელებს, მაგრამ ზუსტად ამით მინდა დავიწყო, რომ როგორი მიზეზიც არ უნდა არსებობდეს და ბატონმა ჩხიკვაძემ ყველანაირი მიზეზი მისცა ყველას მასთან დაკავშირებით ილაპარაკოს ის, რაც უნდა, მიუხედავად ამისა, ნამდვილად არ არსებობს მიზეზი თეორიულადაც კი და დაუშვებელია მისი ოჯახის წევრების მიმართ ნებისმიერი ამგვარი ქმედება. მე თავისთავად გამოვრიცხავ ნებისმიერი ჩემი მეგობრის, ჩემი ოჯახის წევრი თუ სხვათა ჩართულობას ამ ყველაფერში ცხადია,. მითუმეტეს ჩემი დაორგანიზებულ სახეს, არც უთქვამს ეს ბატონ ჩხიკვაძეს. აქვე მინდა განვაცხადო, ვიცი რომ ბევრი ადამიანი უსმენს ამას, ეს კატეგორიულად დაუშვებლად მიმაჩნია, ვგმობ ამას და მოვითხოვ, ეს ყველაფერი შეწყდეს დაუყოვნებლივ. უბრალოდ, ბატონ ჩხიკვაძეს შევახსენებ, კეთილსინდისიერი და სწორი იქნებოდა, თუ თავისი ქმედებების დროს ასევე იფიქრებდა სხვების ოჯახის წევრებზე, ცოლზე შვილებზე და ა.შ. მე არ მინდა ბატონ ჩხიკვაძეს ვგავდე, მე კეთილსინდისიერად ვაპირებ მოქცევას, მანამდეც ასე ვიქცეოდი და შემდეგშიც ასე ვაპირებ" თქვა ნიკა გვარამიამ