ზუსტად ევროპულ კარში შესვლის დროს, კარები დაკეტეს, ჩხიკვაძე ამ გადაწყვეტილების ავტორი აღმოჩნდა - ნიკა გვარამია

გამოქვეყნდა:

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლაშა ჩხიკვაძემ "ერთი განაჩენით ადამიანმა ხელი მოაწერა ევროპული პერსპექტივის შეყოვნებას". ამ თემაზე ნიკა გვარამიამ მისივე სააპელაციო პროცესზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დასავლეთის მხრიდან ასეთ რეაქციას, არ ელოდა. 

ნიკა გვარამია აცხადებს, რომ ერთ ნაწილში ეს ძალიან მოსწონს, თუმცა ქვეყანასთან მიმართებაში არა.

"მე არ ველოდი გულწრფელად გეტყვით ასეთ რეაქციას, რეაქცია რომ იქნებოდა ვიცოდი, მაგრამ ასეთ რეაქციას არ ველოდი, ამ რეაქციის გარკვეული ნაწილი, რომ გითხრათ, მერჩივნა, რომ არ ყოფილიყო. ახლა გეტყვით, რაზე მე არ მინდა ვილაპარაკო იმაზე და განსაკუთრებით წიაღსვლებში შევიდე, ჩემი მნიშვნელობის ხაზგასასმელად ამას არ ვამბობ, მაგრამ ჩემი გადაწყვეტილება, უფრო სწორედ, ბატონი ჩხიკვაძის განაჩენი აღმოჩნდა ტრიგერი, გამშვები მექანიზმის იმისთვის, რასაც ჩვენ ახალა ვხედავთ.  

ერთ ნაწილში მე ეს ძალიან მომწონს, ბატონი ივანიშვილის ირგვლივ აბსოლუტურად შევიწროებული და შეკრული რკალის ნაწილში, იმიტომ, რომ ეს სრული დასასრულია ივანიშვილისთვის და რაც უფრო სწრაფად მიხვდება მით უკეთესი მისთვის და ქვეყნისთვის. ქვეყანასთან დაკავშირებით, და ამან გამოიწვია ქვეყნისთვის ზიანი, ეს მერჩივნა რომ ცხადია არ ყოფილიყო, ბუნებრივია. მაგრამ ვერ წარმომიდგენია არ ყოფილიყო, უბრალოდ ასეთი მასშტაბი არის ჩემთვის მოულოდნელი", - თქვა ნიკა გვარამიამ. 

ნიკა გვარამია ამბობს, რომ არც ბიძინა ივანიშვილსა და არც მთელ სასამართლო სისტემას არ აქვს იმის ძალა, რომ ქვეყანას ევროპული პერსპექტივა წაართვას, თუმცა ამის შეყოვნება ნამდვილად მოხდა.

"8 კვირით გადაიდო იქამდე, რომ ზუსტად მივიდა პროცესი აი ამ ევროპულ გადაწყვეტილებამდე. ზუსტად ამ კარში შესვლის დროს, კარები დაკეტეს. აი ზუსტად ეს მოხდა, ბატონი ჩხიკვაძე აღმოჩნდა სწორედ ამ ძალიან საბედისწერო გადაწყვეტილების ავტორი", - თქვა ნიკა გვარამიამ. 

ნიკა გვარამიამ თქვა, რომ ადამიანმა საკუთარ მხრებზე ასეთი მძიმე ტვირთი არ უნდა აიღოს, თუმცა ეს ჩხიკვაძის არჩევანია. გავარამია ამბობს, რომ უნდა ესმოდეს, რომ ვინც ეს გააკეთებინა, მისი მთავარი მტერია.

"ძალიან მინდა, რომ შეეშვან ამ კაცს და დაანებონ თავი უბრალოდ. ნუ ატარებენ ეთერიდან ეთერში, იმიტომ, რომ ეთერშიც ეტყობა ამ კაცს, რომ არ არის კარგად, ფიზიკურად ვერ გრძნობს თავს, როცა იქ არის, დაანებონ თავი. ადამიანის ასეთი ინსტრუმენტალიზაცია არ შეიძლება, ეს არაადამიანობაა რასაც ჩხიკვაძეს უკეთებენ, ეს ნამდვილად არაადამიანობაა", - თქვა ნიკა გვარამიამ.

მისი თქმით, ამ ადამიანს ეტყობა, რომ ზღვარზეა შესაძლებელსა და შეუძლებელს შორის. ნიკა გვარმია აცხადებს, რომ ადამიანის ასეთი ინსტრუმენტალიზაცია სამარცხვინოა, იმაზე მეტადაც, კი ვიდრე ის, რაც ჩხიკვაძემ გააკეთა და ახლაც აკეთებს თავისი განცხადებებით.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი