ქართული ოცნება გახდა გოიმობა - განაცხადა ნიკა გვარამიამ სააპელაციო სასამართლოში სიტყვით გამოსვლისას და საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე საუბრისას:
"ჩვენ რასაც ახლა ვუყურებთ, საქართველოს ხელისუფლება არის დეგრადაციის ბოლო საფეხურზე. დეგრადაციის ბოლო საფეხური არ არის, როდესაც სძულხარ, დეგრადაციის ბოლო საფეხური არ არის როცა ეზიზღებით, დეგრადაციის ბოლო საფეხური არის, როცა დაგცინიან. როცა მოდური ხდება შენი ქილიკი და დაცინვა. მაგიური ქართული სიტყვაა გოიმობა - ქართული ოცნება გახდა გოიმობა. მისი დაცინვა არის ტრენდი და აქ მთავრდება ყოველთვის, ყველა ხელისუფლება." თქვა ნიკა გვარამიამ.
მისივე თქმით, "ოცნებას" უკვე დასცინიან საერთაშორისო ასპარეზზე.