დიდი მადლობა ყურადღებისთვის, ინტერესისთვის და მკაფიო მხარდაჭერისთვის - ნიკა გვარამია ევროპარლამენტარებსა და ელჩებს

გამოქვეყნდა:

ნიკა გვარამიამ თბილისის სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე სიტყვით გამოსვლის დასასრულს, მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა ოჯახს, მეგობრებს, თანამშრომლებს და ევროპელ პარტნიორებს: 

"მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ყველა ადამიანს ვინც მხარი დამიჭირა. ჩემს მეგობრებს, თანამშრომლებს, ოჯახს და ასევე ევროპარლამენტარებსა და ელჩებს საქართველოში. აქაც არიან ვხედავ, ჩეხეთის ელჩს, პოლონეთის საელჩოს წარმომადგენლებს, ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელს. ძალიან დიდი მადლობა ამ ყურადღებისთვის, ინტერესისთვის და მკაფიო მხარდაჭერისთვის" თქვა ნიკა გვარამიამ. 

ნიკა გვარამიამ მადლობა გადაუხადა ქართველ ხალხს და გამოეხმაურა თბილისის ცენტრში, ევროპული მომავლის მხარდასაჭერად გამართულ მრავალათასიან დემონსტრაციას.

მისი თქმით, აქციების ორგანიზატორებს, მიუხედავად პრობლემებისა, ახლა არ უნდა გავებუტოთ, რადგან აქციები და სანქციები ერთობლიობაში, მნიშვნელოვანი პლატფორმაა:

მადლობა ქართველ ხალხს, იმისთვის რაც მე ვნახე ათასობით ადამიანი ევროპული იდეის მხარდასაჭერად. ცოტა არ მესმის რატომ გავებუტეთ ორგანიზატორებს. კი, პრობლემები იყო, შეცდომებიც, მაგრამ ამ ხალხთან დაპირისპირება სარკესთან ჩხუბია და არ მესმის. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმაა, რომლის გარეშეც ვერაფერს ვერ შევძლებთ. სანქციები და ეს - ურთიერთშემავსებელი პლატფორმებია და ჯობია შევრიგდეთ, ძალიან დიდი მადლობა ყველას" თქვა ნიკა გვარამიამ.

 შეგახსენებთ, თბილისის სააპელაციო სასამართლოში "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმის განხილვა დღეს დაიწყო. ნიკა გვარამიას თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლაშა ჩხიკვაძემ 16 მაისს გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა და სსკ 220-ე მუხლის 2 ეპიზოდში დამნაშავედ ცნო. მას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა აქვს შეფარდებული. სასამართლოს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა და პირველი სხდომა დღეს ტარდება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი