"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლის, ლაშა ჩხიკვაძის განცხადებებს, აშშ-ს საელჩოსთან დაკავშირებით, სერიოზული პასუხები სჭირდება.
ჟურნალისტებთან საუბრისას კობახიძემ ანტიდასავლური განცხადებები გაიმეორა და თქვა, რომ თუ აშშ-ს საელჩო ერევა სასამართლოს დამოუკიდებლობაში, "ოცნებამ" შესაძლოა არ გამორიცხოს შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივების წარდგენა.
"ერთ-ერთი გერმანელი ევროპარლამენტარი პირდაპირ მოუწოდებდა სააპელაციო სასამართლოს, რომ შეცვალოს გვარამიასთან დაკავშირებით განაჩენი, რაც არის კატასტროფა. რაც ჩვენ საჯაროდ მოვისმინეთ, მოსამართლე ჩხიკვაძის მხრიდან საელჩოს კონკრეტული თანამშრომლის მიმართ, ეს არის ძალიან მძიმე ნიშნები, რაზეც ქვეყანას სჭირდება პასუხების მიღება. ერთია საჯარო ჩარევა, მეორე ფარული ჩარევა. საჯარო ჩარევასთან ერთად, თუ ხორციელდება ფარული ჩარევა სასამართლოს დამოუკიდებლობაში, ეს არის უმძიმესი და ამაზე სერიოზულად უნდა დავფიქრდეთ, მათ შორის ჩვენ შეიძლება არ გამოვრიცხოთ თუნდაც, შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივების წარდგენა", - თქვა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, 15 ივლისს მთავარი არხის გენერალური დირექტორის, მოსამართლემ, ლაშა ჩხიკვაძემ წერილი გაავრცელა, რომელშიც საქართველოში შეერთებული შტატები ელჩს მიმართავდა.
წერილში ჩხიკვაძემ აღიარა, რომ ნიკა გვარამიას განაჩენის შემდეგ საელჩომ ის აშშ-ში პროგრამიდან მოხსნა. ჩხიკვაძის შეფასებით, ეს საელჩოს მხრიდან სასამართლოს დამოუკიდებლობაში ჩარევა იყო.