"მაინტერესებს საქმე ჩემი საჩივრის საფუძველზე აღიძრა თუ ოხანაშვილის" | ვატო წერეთელი პროკურატურაში მივიდა

გამოქვეყნდა:

ტელეკომპანია პირველის დამფუძნებელი, ვატო წერეთელი გამოკითხვაზე პროკურატურაში მივიდა. საქმე ეხება 30 ივნისს აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე მომხდარს, რა დროსაც, ვატო წერეთლის განცხადებით, "ქართული ოცნების" სამი დეპუტატი მას თავს დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

მომხდარზე პროკურატურაში საჩივარი შეტანილი აქვს თავად ვატო წერეთელსაც და "ოცნების" დეპუტატ ანრი ოხანაშვილსაც. წერეთლის თქმით, პირველ რიგში, მას აინტერესებს რომელი საჩივრის საფუძველზე აღძრა უწყებამ საქმე.

გარდა ამისა, ვატო წერეთელი პროკურატურას და მოსამართლეებს აფრთხილებს, რომ ამ საქმეს ვერ გაექცევიან, რადგან დანაშაული აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე მოხდა.

"პირველ რიგში, მაინტერესებს ჩემი საჩივრის საფუძველზე აღიძრა საქმე და ამაზე მოვედი გამოსაკითხად, თუ დღეს მოვისმინე, რომ ანრი ოხანაშვილს შეუტანია საჩივარი და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომელი მხრიდან ვარ დაბარებული. პროკურატურა ვერ გადაახტება ამ ინციდენტს, აღბეჭდილია კადრებად, მთავარია მოითხოვს და საზოგადოება თვითონ შეაფასებს ჯგუფურ თავდასხმას...

ნება აუცილებლად იქნება, ნიკა გვარამიაც გარეთ იქნება ძალიან მალე და მის ოჯახთან ერთად იქნება. პროკურატურას ნება აქვს თუ არ აქვს, მოუწევს ამ საქმის ბოლომდე მიყვანა და ვერ შემოდებს თაროზე, იმიტომ რომ კარგად უნდა ესმოდეს პროკურატურას, რომ ეს მოხდა ამერიკის საელჩოს ტერიტორიაზე, მივმართავ იმ მოსამართლესაც, კლანის წევრს, რომ ძალიან კარგად იცით ყველაფერი როგორ ხდება და როგორ აკეთებთ, მაგრამ ეს მოხდა აშშ-ს ტერიტორიაზე, ამიტომ მოსამართლესაც მივმართავ, რომ ფრთხილად იყავით", - თქვა ვატო წერეთელმა.

ცნობისთვის, აშშ-ს ტერიტორიაზე მომხდართან დაკავშირებით საქართველოს პროკურატურამ გამოძიება ძალადობისა და მუქარის მუხლით დაიწყო. შემთხვევა 30 ივნისს, აშშ-ს საელჩოს ტერიტორიაზე დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მოხდა. ვატო წერეთლის თქმით, ქართული ოცნების დეპუტატმა, ანრი ოხანაშვილმა მას ხელი დაარტყა. მომხდარს თვითმხილველებიც ჰყავს. ოხანაშვილი ფაქტს არ უარყოფს თუმცა ამტკიცებს, რომ მომხდარს წერეთლის მხრიდან "უბინძურესი პროვოკაცია" უძღოდა წინ. დეტალებზე ის არ საუბრობს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი